- პროექტის სახელწოდება: ჩემი სოფელი
- პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1–2 წინადადებით: მოსწავლეები გაეცნობიან სოფლის ისტორიული ღირშესანიშნაობების ისტორიას, დააკვირდებიან და გაანალიზებენ მათ მნიშვნელობას ეპოქის გათვალისწინებით. სოფლის ტერიტორიაზე არსებობს ციხე გალავნი, სუმბიანის ეკლესია, რომელსაც ახლახანს ჩაუტარდა რესტავრაცია და თელოვნის ეკლესია.
- პროექტის აქტუალობა: ისწავლიან საჭირო ინფორმაციის მოძიება გამოყენებას, კულტურული მემკვიდრეობის გაფრთხილება
- პროექტის მიზნები: კვლევა– ძიების უნარის განვითარება, განუვითარდებათ ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების უნარი
- მონაწილეთა ასაკი: მე–10 კლასი
- ვადები/ხანგძლივობა:ორი თვე
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: სკოლაში ჩაატარებენ კონფერენციას თემაზე: "ჩემი ლამაზი სოფელი," ჩაატარებენ გამოკითხვას და მოაწყობენ გამოფენას.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი, ფორმატი, რვეული, კალამი, ბარათები, წიგნი, ენციკლოპედია
- პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): კლასს დავყობ ჯგუფებად და გავუნაწილებ დავალებებს.1–ლი ჯგუფი მუშაობს მოსახლეობასთან, ატარებს გამოკითხვას, აკეთებენ ჩანაწერებს მოსახლეობაში არსებული ინფორმაციისა, მე–2 ჯგუფს ევალება ამ ისტორიული ძეგლების გეოგრაფიულ–ისტორიული ინფორნაციის მოძიება გადამუშავება, მე–3 ჯგუფს ევალება მოცემულ ეკლესიებზე ვიზუალური მასალის მოძიება და შეგროვება. მოვახდენ მონიტორს, მოძიებულ ინფორმაციას დავაჯგუფებთ,მოვამზადებთ სლაიდ შოუს და მოვახდენთ პრეზენტაციას კონფერენციის სახით, კონფერენციის დამთავრების შემდებ მოხდება დამსწრე საზოგადოების გამოკითხვა და გამოფენის მოწყობა.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართ. X. 5, ქართ. X. 13
- პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ეკა ჩიტიშვილი
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:ekachitishvili@gmail.com
воскресенье, 27 ноября 2011 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий